loader

ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ორი ბაზა დაიხურა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და განმარტა, რომ ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.

მისივე თქმით, ნატოს სარდლობის მიმართ რეკომენდაციები ქართულ კონტინგენტზე ბოლო პერიოდში მომხდარი პირველი თავდასხმის შემდეგ გაიცა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, 3-4 დღეში უნდა დახურულიყო ის ბაზაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. "სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო. ბაზა, რომელზეც ბოლოს განხორციელდა თავდასხმა, 3-4 დღეში უნდა დაშლილიყო და ჩვენი კონტინგენტი უნდა გადასულიყო ახალი დისლოკაციის ადგილზე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

იხილეთ ინგლისური ვერსია