loader

გია გვიჩიანის ადვოკატებმა საქმეში დაკითხული ექსპერტების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია გვიჩიანის ადვოკატებმა საქმეში დაკითხული ექსპერტების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს

"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით უვადო პატიმრობამისჯილი გია გვიჩიანის ადვოკატებმა პროკურატურაში საქმეში დაკითხული ექსპერტების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.

როგორც გვიჩიანის ადვოკატები აცხადებენ, საქმეში დაკითხულ ექსპერტებს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები აქვთ მიცემული და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ცრუ ჩვენების მიმცემი ექსპერტი.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ერთ-ერთმა ექსპერტმა აბსურდული ჩვენება მისცა სასამართლოს, რომლის მიხედვით, ძვალი არის ელასტიკური და აქვს თვისება, რომ ფართოვდებოდეს და იკუმშებოდეს. მისივე თქმით, გამოძიების შედეგის შემდეგ საქმეში გაჩნდება კიდევ ახალი გარემოება, რის შემდეგაც გვიჩიანის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

გვიჩიანის კიდევ ერთი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ამბობს, რომ გია გვიჩიანი უკანონო პატიმარია; მეორე მხრივ, ქვეყანაში არ არსებობს ბერკეტი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდება.

"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით გია გვიჩიანი 2006 წელს დააკავეს. იგი მერვე წელია, პატიმრობაში იმყოფება.