loader

100-ათასლარიანი დახმარება დაღუპული სამხედროს ოჯახს - მთავრობის ახალი ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100-ათასლარიანი დახმარება დაღუპული სამხედროს ოჯახს - მთავრობის ახალი ინიციატივა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა. საგანგებო მიმართვაში, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა, ალასანია იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების დახმარების პროგრამაში შევა. ამიერიდან ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი (დაწყებული აფხაზეთის საომარი მოქმედებებიდან, მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციების ჩათვლით), ყოვეთვიური დახმარების სახით მიიღებს ათას ლარს. ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება.

ასევე, ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსახურის შესახებ. ამიერიდან საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი, ერთჯერადი დახმარების სახით, 15 ათასის ნაცვლად, 100-ათასლარიან დახმარებას მიიღებს.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - აღნიშნავს მიმართვაში თავდაცვის მინისტრი.