loader

რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს სტუდენტები რექტორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს სტუდენტები რექტორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნას

სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორების პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ აკადემიური თავისუფლებისა და განათლების ხარისხის გაზრდის გარანტიებს მიიღებენ.

ამის შესახებ განცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ორგანიზაციის "სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. აღნიშნული ორგანიზაცია რვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს.

მათი განცხადებით, რექტორის დანიშვნის პროცესში მთავრობის ერთჯერადი ჩარევის მომხრეები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ ეს გახდება უნივერსიტეტებში ენერგიული და ჯანსაღი რეფორმების გატარების გარანტი. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში მოხდება ე.წ. ტენუარის სისტემის დანერგვა, რაც პროფესორების გარე რეფერირების წესით, თავისუფალ გარემოში შერჩევას და დანიშვნას გულისხმობს.

სტუდენტური ორგანიზაციის წევრები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების ჩარევა ერთჯერადი ხასიათის იქნება და არა მხოლოდ სახელების და გვარების შეცვლისკენ, არამედ რეალური რეფორმების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.