"პრეზიდენტის განცხადებას და "თალიბანის" ვიდეოს შორის კავშირს ვხედავ" - გია ხუხაშვილი
ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა დღეს, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
გია ხუხაშვილმა "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების, შსს-ს მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ პირებთან შესაძლო კავშირზე ისაუბრა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ეს დაკავება და გავრცელებული ვიდეოები ერთმანეთთან კავშირში იყოს, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი დამთხვევა ხდება.
პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ნამდვილად ხედავს კავშირს 26 მაისს, ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებს შორის.
იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა" სრულად