loader

"ბომონდის" წვეულება - ყველაზე მოდური ჟურნალი, 17-წლიანი ისტორიით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბომონდის" წვეულება - ყველაზე მოდური ჟურნალი, 17-წლიანი ისტორიით

ყველაზე მოდური ქართული ჟურნალი, 17-წლიანი ისტორიით; პირველი ფერადი ჟურნალი... ბოლო 6 წელია, წვეულებების გამართვა "ბომონდის" ტრადიციად იქცა. ამჯერად ჟურნალმა ერთგულ მკითხველს, რესპონდენტებსა და პარტნიორებს რესტორან Downtown-ის ახლადგახსნილ ვაკის ფილიალში უმასპინძლა.

"ბომონდი" წლების განმავლობაში მკითხველს უამრავ სიახლეს და ყველასგან განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. ყველაზე მოდური ჟურნალი, მიმდინარე სიახლეების გარდა, საინტერესო სტატიებითაც გამოირჩევა.

სადღესასწაულო საღამოსთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადნენ. სპეციალურად წვეულებისთვის, სხვადასხვა სიურპრიზთან ერთად, "ბომონდის" 150 პრიალა ყდისგან საიუბილეო კაბა შეიქმნა, რომლის ავტორი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილია.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია