loader

სტუდენტთა ჯგუფის საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტთა ჯგუფის საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

"დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" აქციის აქტივისტები სტუდენტებს მოუწოდებდნენ, მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრას არ დასწრებოდნენ.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან სტუდენტების ორი ჯგუფი იმყოფებოდა. ერთი ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე შესვლას და განათლების რეფორმის საკითხების პრეზიდენტთან ერთად განხილვას აპირებდა, ხოლო მეორე ჯგუფი პრეზიდენტთან სტუდენტების შეხვედრას ერთჯერად პიარ სვლად აფასებდა.

როგორც ისინი აცხადებდნენ, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ახალი მოკავშირეების გაჩენას მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და ამ შემთხვევაში მისი სამიზნე არის ახალგაზრდობა - სტუდენტები, ვინაიდან დღეს განათლების რეფორმის თემა აქტუალურია.