loader

პოლიციელი მაიმუნმა მაშინ დაკბინა, როცა მის პატრონს ჯარიმას უწერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელი მაიმუნმა მაშინ დაკბინა, როცა მის პატრონს ჯარიმას უწერდა

შეერთებულ შტატებში, ტეხასში პოლიციელი მაიმუნმა დაკბინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საგზაო პატრულის თანამშრომელი კიტ მური მძღოლს ჯარიმას უწერდა. მოულოდნელად მაიმუნმა თავი გადმოყო მანქანის უკანა სავარძლიდან და მურს ხელში კბილებით ჩააფრინდა.

"ჩვენი მოვალეობაა, თავდაცვისთვის მუდამ მზად ვიყოთ. ახლა კი მაიმუნის წინაშე სრულიად დაუცველი აღმოვჩნდი", - იხუმრა პოლიციელმა.