loader

მამაკაცს, რომელიც გამვლელების თვალწინ დაიღუპა, არავინ მიეშველა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცს, რომელიც გამვლელების თვალწინ დაიღუპა, არავინ მიეშველა

ირკუტსკში მცხოვრებ მამაკაცს ქუჩაში, გამვლელების თვალწინ, ეპილეფსიური შეტევა დაემართა, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მისულა, ვინაიდან ის მთვრალი ეგონათ.

გამოძიების მსვლელობისას ბევრი თვითმხილველი დაიკითხა, სიკვდილის მიზეზის დადგენაში კი სამართალდამცველებს სათვალთვალო კამერა დაეხმარა, რომელმაც სრულად აღბეჭდა გარდაცვალების ფაქტი. ვიდეოში ჩანს 54 წლის ალექსანდრ კალიმოვი, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დილით სეირნობის დროს შეტევა დაემართა, რამდენჯერმე წაიქცა და ასფლატს დაარტყა თავი. მიღებული ტრავმებით იგი სასწრაფოს მისვლამდე დაიღუპა.