loader

ახალი შადრევანი და ბუკიას ბაღის რეკონსტრუქცია 777 ათას ლარად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი შადრევანი და ბუკიას ბაღის რეკონსტრუქცია 777 ათას ლარად

თბილისში კიდევ ერთი შადრევანი გაიხსნება. ქალაქის მერიამ ბუკიას ბაღის და ბაღში მდებარე შადრევნის რეკონსტრუქცია უკვე დაიწყო. თბილისის ბიუჯეტს ბაღის განახლება 777 ათასი ლარი დაუჯდება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ქორქაშვილის თქმით, ისტორიული სკვერის სრული რეკონსტრუქცია იგეგმება.

ბუკიას ბაღი უკვე შემოღობილია და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქორქაშვილის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია "გრინ სტუდიო" ახორციელებს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე