მერაბიშვილი ბოდიშს იხდის: "ჩემი მინისტრობისას მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო"
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამაყობს, რომ მისი მინისტრობის დროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი და ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი არ მოუკლავთ და არ გაუტაციათ. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"დღემდე ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით; იმით, რომ ჩემს მეგობრებთან და ათასობით პოლიციელთან ერთად, რეგიონში ყველაზე კორუმპირებული და არაპოპულარული პოლიცია ყველაზე პოპულარულ და არაკორუმპირებულად ვაქციეთ, რითაც ჩვენი რეფორმა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა. მე ვამაყობდი, რომ ჩემი მინისტრობის დროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულად განწყობილი არც ერთი წარმომადგენელი არ მოუკლავთ, არ გაუტაცებიათ და უგზო-უკვლოდ არ დაკარგულან", - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.
შს ყოფილი მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს მის წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს.
"მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს... მე დავამტკიცებ, რომ ამ ფაქტებთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცემის, წამების და არასათანადო მოპყრობის გამო რამდენიმე ასეული პოლიციელის დასჯის ფაქტი საკმარისი იქნებოდა, რომ მსგავსი პრაქტიკა პოლიციიდან მთლიანად აღმოფხვრილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩემს სისტემაში გამოვლინდა დანაშაული, რომლის გამოც დღეს მე საზოგადოებას და ათასობით პატიოსან პოლიციელს ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.