loader

ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

"დღეს, 2013 წლის 24 ივნისს, საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით, გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის.

ზემოაღნიშნული ქმედებები ივ. მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას ივანე მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.