loader

რიჩარდ ნორლანდმა განახლებული რესტორანი "ფუნიკულიორი" დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიჩარდ ნორლანდმა განახლებული რესტორანი "ფუნიკულიორი" დაათვალიერა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მთაწმინდაზე რესტორანი "ფუნიკულიორი" დაათვალიერა.

ელჩი მის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკთან, ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკის" და "ჯი ემ თი ჯგუფის" წარმომადგენლებთან ერთად ფუნიკულიორზე ტრამვაით ავიდა.

ფუნიკულიორის რესტორნის აღდგენა-რეკონსტრუქციაზე "ჯი ემ თი ჯგუფმა", ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკის" თანამონაწილეობით, 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩადო. პირვანდელი სახით აღდგა შენობის ყველა ისტორიული დეტალი, მათ შორის, იატაკი, კოლონები და კიბე, რომელიც ქართული მარმარილოთია ნაგები. თანამეროვე ინტერიერის დიზაინზე კი ბრიტანულმა არქიტექტრ-დიზაინერთა კომპანიამ იზრუნა. რესტორანი გათვლილია სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე. ობიექტში განთავსებულია კლასიკური რესტორანი, თანამედროვე ლაუნჯ ბარი, კაფე-საკონდიტო, სანადიმო, ქართული და უცხოური ღვინოების დასაჭაშნიკებელი ადგილი, ხოლო შენობის მესამე სართული მთლიანად მოიცავს წვეულებათა დარბაზს.

მთაწმინდაზე რესტორანი "ფუნიკულიორი" 29 ივნისს გაიხსნება.

ასევე იხილეთ: როგორი იქნება განახლებული ფუნიკულიორის კომპლექსი