loader

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად, შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 კილოგრამი ჰეროინი, 1500 აბი სუბუტექსი, 800 აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღესვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა მარიხუანას ველურად მზარდი ნარგავები გაანადგურეს. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში ჩატარდა. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ განადგურებულია 3209 კგ ნედლი მარიხუანა.