loader

რაზე არ აქვს ჯერ-ჯერობით პასუხი გამოძიებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაზე არ აქვს ჯერ-ჯერობით პასუხი გამოძიებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

ჯერ-ჯერობით რაზეც გამოძიებას პასუხი არ აქვს, ეს არის: დათა ახალაიას განზრახვა მოიცავდა თუ არა გირგვლიანისთვის სასიკვდილო შედეგსაც, - განაცხადა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა ტელე/ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში". მაია მწარიაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობისა და მომხდარი დანაშაულის გამოძიებისთვის უკვე დადასტურებულ დეტალებზე ისაუბრა.

თბილისის პროკურორი პრეზიდენტის მიერ დამნაშავეთა შეწყალების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ გამოძიება ცოტა ხანში შეწყალების კანონიერების შესახებ დეტალებს გაასაჯაროებს.

მაია მწარიაშვილი ასევე შეეხო ბრალდებულებისთვის ციხეში შექმნილი სასათბურე პირობების საკითხს. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ მათთვის საგანგებოდ კეთილმოეწყო საკნები, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს მანქანაც ემსახურებოდათ, რომლის მძღოლს ხელფასს კუდ-იდან უხდიდნენ და მსჯავრდებულებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება.