loader

მოსკოვის პოლიციამ 1380 არალეგალი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის პოლიციამ 1380 არალეგალი დააკავა

მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა 1380 არალეგალი ემიგრანტი დააკავეს. შუა აზიელი ემიგრანტები თურქულმა სამშენებლო კომპანიამ ჩამოიყვანა და უკანონოდ აგებულ შენობებში შეასახლა. პატარა ოთახებში ხანდახან რვა ემიგრანტი ერთად ცხოვრობდა და მათ კომუფლაჟიანი პირები იცავდნენ. რუსეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება არც ერთ მათგანს არ ჰქონია. უკანონო ემიგრაციის ორგანიზების მუხლით თურქული კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.