loader

"ახლა დროა, პრემიერ-მინისტრმა თავისი ფული ჩადოს ეკონომიკაში" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა დროა, პრემიერ-მინისტრმა თავისი ფული ჩადოს ეკონომიკაში" - მიხეილ სააკაშვილი

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ახლა არის ის დრო, რომ თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში განაცხადა. პრეზიდენტი ქვეყანაში ფართომასშტაბიან ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრობს და მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და წინა მთავრობის მიერ დატოვებულ თანხას ახალი ხელისუფლება უაზრო პროექტებში ხარჯავს.

"მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს ახლა არის ის დრო, რომ თუნდაც თავისი ფული მასშტაბურად ჩადოს ეკონომიკაში. თუ ეკონომიკა სპირალში შევიდა, მერე იქიდან მისი გამოყვანა ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა იქნება. ერთხელ შელახული რეპუტაციის აღდგენა, ძალიან ძნელია", - განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრი შექმნილ ვითარებას სწორად აცნობიერებს. ამასთან, სააკაშვილი
გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მთავრობასთან ისაუბროს.