loader

ბერლინის ცენტრში პოლიციამ შიშველი მამაკაცი მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერლინის ცენტრში პოლიციამ შიშველი მამაკაცი მოკლა (+18)

ბერლინში, სამართალდამცველებმა თვითმხილველების თვალწინ მოკლეს შიშველი მამაკაცი, რომელიც დანით ხელში ემუქრებოდა გამვლელებს. მოქალაქეებმა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეპტუნის შადრევანში მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ხელში უზარმაზარი დანა ეჭირა და უცნაურად იქცეოდა. ფაქტი მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მისული სამართალდამცველები შეეცადნენ მამაკაცი დაერწმუნებინათ დანა დაეგდო, მაგრამ მან დანებების ნაცვლად დანით რამდენიმე ჭრილობა მიიყენა.

ერთ-ერთი პოლიციელი წყალში შევიდა მის შესაჩერებლად, თუმცა მამაკაცმა ბრძანება უკან დახევის შესახებ ყურად არ იღო და პოლიციელისკენ დანით გაემართა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა მამაკაცს ესროლა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოც იმყოფებოდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლულ 25-30 წლამდე მამაკაცს, სავარაუდოდ მენტალური პრობლემები ჰქონდა.