loader

"არ აყენებენ ბაღანას" - ხელჯოხიანი გურული ბებო გამგებელს იცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ აყენებენ ბაღანას" - ხელჯოხიანი გურული ბებო გამგებელს იცავს

ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის გადადგომის მოთხოვნით, ადმინისტრაციული შენობის წინ მერვე დღეა აქცია მიმდინარეობს. თუმცა გამგებლის მოწინააღმდეგე "ქართული ოცნების" აქტივისტებს ერთი ოპონენტი გამოუჩნდათ. შარაშენიძის მხარდამჭერმა გურულმა ბებომ აქტივისტებს კარვების აღება მოსთხოვა.

"სახლში წაეთრიეთ. არ აყენებენ ბაღანას აქანა. ოქრო ბიჭია, ოქრო. სააკაშვილი მაგათ არ უნდათ, ივანიშვილი მაგათ არ უნდათ, არა კაცი მაგათ არ უნდათ" - აცხადებდა გამგებელთან შეხვედრიდან გამოსული ბებო, რომელიც მუქარით იქნევდა ხელჯოხს.

წყარო: gurianews.com