loader

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში "კანონის დამცველის" მედლით დააჯილდოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში "კანონის დამცველის" მედლით დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი დააჯილდოვა საპატიო მედლით - "კანონის დამცველი".

მინისტრმა შეხვედრები გამართა საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორთან. მათ სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 ივლისს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე