loader

"საოპერო არიის წამღერება შემიძლია, მაგრამ არ მგონია, ბატონმა პაატამ სიმღერა მირჩიოს" - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საოპერო არიის წამღერება შემიძლია, მაგრამ არ მგონია, ბატონმა პაატამ სიმღერა მირჩიოს" - ნინო ბურჯანაძე

ტელე/რადიო "პალიტრის" (FM 103.9) გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მე არ მგონია, რომ ბატონი პაატა ბურჭულაძე დააყენებს თავის კანდიდატურას. ის არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის პროფესიონალიზმის ფასი. მეც დიდი მოყვარული ვარ საოპერო ხელოვნების, წამღერებაც შემიძლია, მაგრამ არა მგონია, ბატონმა პაატამ სცენაზე სიმღერა მირჩიოს. პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ბურჯანაძემ.

საოპერო მომღერალს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ შესთავაზა. პაატა ბურჭულაძე არაფერს გამორიცხავს, თუმცა ოფიციალური თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.

იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა"