loader

პოლიციელმა უმოწყალოდ მოკლა ძაღლი, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა უმოწყალოდ მოკლა ძაღლი, რომელიც პატრონის დაცვას ცდილობდა (+18)

სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია!

ლოს ანჯელესის მკვიდრი ლეონ როსბი თავის როტვეილერთან ერთად სეირნობდა, როდესაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟს წააწყდა. ვიდეოში, რომელიც გამვლელებმა გადაიღეს, ჩანს როსბი, რომელიც ძაღლთან ერთად დგას და პოლიციელების გადაადგილებას იღებს. უცნობია, რატომ იწერდა ფირზე როსბი პოლიციის ეკიპაჟების მოძრაობას, თუმცა ამან აშკარა აგრესია გამოიწვია სამართალდამცველების მხრიდან. მას მოსთხოვეს, კამერა გამოერთო. ამის შემდეგ როსბი მანქანაში სვამს ძაღლს და მიდის პოლიციელებთან, რომლებიც ბორკილს ადებენ.

2 წლის მაქსმა, რომელიც მანქანის უკანა სავარძლიდან ადევნებდა თვალყურს მის პატრონს, საფრთხე იგრძნო, პატრონის დასაცავად მანქანიდან გადახტა და პოლიციელებს მიეჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი აგრესიას მხოლოდ ყეფით გამოხატავდა და პოლიციელებისთვის არ უკბენია, ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და უმოწყალოდ დაახალა ოთხი ტყვია ცხოველს.

პოლიციის დეპარტამენტმა შემთხვევასთან დაკავშირებით მცირე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძაღლი აგრესიულობის გამო, თავდაცვის მიზნით მოკლეს. ლეონ როსბი სასამართლოში ჩივილს აპირებს.