loader

ექიმმა ოპერაციის შემდეგ პაციენტი სასიკვდილოდ სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმმა ოპერაციის შემდეგ პაციენტი სასიკვდილოდ სცემა

სკანდალი მოხდა რუსეთში, პერმის კარდიოლოგიურ ცენტრში, სადაც პაციენტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი ექიმმა უმოწყალოდ სცემა. შემთხვევა პალატაში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა გადაიღო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პაციენტსა და ექიმს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ახლად ნაოპერაციებმა მამაკაცმა ექიმს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კლინიკის ექიმმა-ანესთეზიოლოგმა ანდრეი ვოტიაკოვმა თავი ვერ შეიკავა და მამაკაცს ჯერ სახეში დაარტყა, შემდეგ კი გულ-მკერდის არეში. გადატანილი სტრესის და ცემის შედეგად პაციენტი გარდაიცვალა.