loader

ქალი, რომელსაც მატარებელმა გადაუარა, უვნებლად გადარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი, რომელსაც მატარებელმა გადაუარა, უვნებლად გადარჩა

პრაღის მეტროში სათვალთვალო კამერამ ახალგაზრდა ქალი დააფიქსირა, რომელიც სავარაუდოდ, ან ნასვამ მდგომარეობაში, ან ძალიან დაღლილი ბაქანთან ახლოს იდგა და ბარბაცებდა. ერთ-ერთი მგზავრი გოგონასთან დასახმარებლად მივიდა და მისი დაჭერა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო. რამდენიმე წამიც და ლიანდაგზე ჩავარდნილ მგზავრს მატარებელმა გადაუარა...

თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, იღბლიანი ქალი უეჭველ სიკვდილს უვნებლად გადაურჩა. როგორც აღმოჩნდა, ის ლიანდაგსა და ბაქანს შორის არსებულ ჭრილში ჩავარდა და ასე გადაურჩა მატარებლის გადავლას.