loader

"ბედუკაძემ შაჰიდის ქამარი შემოიჭირა ამ ვიდეომასალების გასაჯაროებით" - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედუკაძემ შაჰიდის ქამარი შემოიჭირა ამ ვიდეომასალების გასაჯაროებით" - არჩილ კბილაშვილი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოტივები განმარტა და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო განესხვავებინათ ბედუკაძე იმ პირებისგან, რომელთა შესახებაც გამოძიებისთვის დღეს უცნობია.

მთავარმა პროკურორმა ცალ-ცალკე მიმოიხილა საქმის ფორმალური სამართლებრივი მხარე და შინაარსობრივი ასპექტი, რომლებიც საფუძვლად დაედო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას.

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, მთავარი პროკურორის ამ უფლებამოსილებას კანონი არეგულირებს და შესაბამისად, ვერ დაისმება კითხვა, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება კანონიერი.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად