loader

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომობილები მფლობელებს უბრუნდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომობილები მფლობელებს უბრუნდებათ

საქართველოს პროკურატურა წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებას იწყებს. აღნიშნული პროცესი დღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში ერთდროულად დაიწყება. პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომანქანებს დააბრუნებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ჯერ კიდევ არ იყო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემის პროცესი 12:00 საათზე ქუთაისში, 13:00 საათზე - აჭარაში, ბათუმის პროკურატურაში გაიმართება, პარალელურ რეჟიმში მოხდება იგივე რუსთავშიც, ნელ-ნელა კი პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ დანაყოფში გაგრძელდება.