loader

გადმოსვენებისას ქართველი მამაკაცის ცხედარი დაიკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადმოსვენებისას ქართველი მამაკაცის ცხედარი დაიკარგა

41 წლის მალხაზ ნონიაძის ოჯახის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ ცხედრის ჩამოსვენებას სანკტ-პეტერბურგიდან. მიცვალებული ჯერ სტამბოლში, დღეს კი თბილისში უნდა ჩამოესვენებინათ. რეისს ავიაკომპანია "Turkish Airlines" ასრულებდა.

ჭირისუფლებმა ვერც აეროპორტში და ვერც ავიაკომპანიასთან ვითარება ვერ გაარკვიეს, რის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამომძიებლები გამოიძახეს. ეს უკანასკნელები ცხედრის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობას თურქულ კომპანიას აკისრებენ. "Turkish Airlines"-ის მენეჯერის ინფორმაციით გარდაცვლილის ცხედრის ძებნა მიმდინარეობს და ორშაბათს ოჯახს დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან.