loader

წინა ხელისუფლების დროს არსებული ფარული მოსმენების სისტემა ჯერაც არ მოშლილა - ლაშა ტუღუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წინა ხელისუფლების დროს არსებული ფარული მოსმენების სისტემა ჯერაც არ მოშლილა - ლაშა ტუღუში

წინა ხელისუფლების დროს არსებული ფარული მოსმენების სისტემა ჯერაც არ მოშლილა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-ში შექმნილი კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა "პალიტრა TV"-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეების სატელეფონო საუბრები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები თავს იყრის სატელეფონო კომპანიებში განთავსებულ ე.წ. ყუთებში, საიდანაც ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებს მიეწოდება. ტუღუშის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული ინფორმაციით ახლა ბოროტად არავინ სარგებლობს, თუმცა სისტემის დემონტაჟი აუცილებელია.

ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვითარება საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს. მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით კანონი არ ადგენს ვალდებულებას, რომ სატელეფონო კომპანიამ მოქალაქის პირადი მიმოწერა დაუყოვნებლივ წაშალოს.