loader

ჩემი უფლებები არ დაირღვა?! - მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი 17 მაისის მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი უფლებები არ დაირღვა?! - მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი 17 მაისის მოვლენებზე

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის, ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო.

პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ მედიის საშუალებით ვრცელდება.

სასამართლო პროცესზე დასასწრებად ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის  ცნობილი სახეები, მრევლის წევრები და "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.