X
საროსკიპო შეკვეთილის "ტირ-პარკში" - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
13:17 / 17-07-2013
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ბექირ ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში, მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ე. წ. ტირ-პარკში, დროებით მფლობელობაში ფართი ჰქონდა, სადაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა. "ტირ-პარკის" მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია