loader

სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეცტექნიკა ჩაერთო. ადგილზე დღეს დილიდან მობილიზებულია კატარღები და ნავები. სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

"მდინარის სირთულიდან გამომდინარე, დიდ იმედებს ვერ გვაძლევენ. იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება ცხედრები ვერ იპოვონ", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაკარგულების ახლობელმა სოფიკო ლომიამ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია უმნიშვნელო ნივთები და მანქანის საბურავი, თუმცა ისიც უცნობია, საბურავი მათ მანქანას ეკუთვნოდა თუ არა.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. დაკარგულია ოთხი პირი, მათ შორის, 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა.

ასევე იხილეთ: ენგურში დაკარგულები - რისთვის ჩამოვიდნენ ტყუპი გოგონები საქართველოში