loader

თბილისის საკრებულოში სხდომის ჩატარების თარიღზე ვერ თანხმდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საკრებულოში სხდომის ჩატარების თარიღზე ვერ თანხმდებიან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აღნიშნავს, რომ 11 ივლისს საკრებულოში შევიდა ოპოზიციონერთა, კერძოდ, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების განცხადება, რომელშიც ისინი ითხოვდნენ, რომ 18 ივლისს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართოს. მისივე თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები ითხოვენ, თანამდებობიდან გადაყენებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ასევე, კომისიების თავმჯდომარეები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ახვლედიანმა აღნიშნა, რომ იურიდიული მოთხოვნები გაუმართავი იყო. ამიტომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერ დეპუტატებს სთავაზობს, საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 24 ივლისს ჩატარდეს, სადაც მოხდება პირველი მოადგილის, ანუ მამუკა ახვლედიანის, ასევე, კომისიის თავმჯდომარეების  თანამდებობიდან გადადგომა.

თბილისის საკრებულოს ახალი უმრავლესობა კი რიგგარეშე სხდომის გამართვას 19 ივლისს გეგმავს. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძემ კომენტარი გააკეთა ახვლედიანის განცხადებაზე. მისი თქმით, თუ საკრებულოს თავმჯდომარე ხვალ არ მოიწვევს სხდომას, მაშინ საკრებულოს ახალი უმრავლესობა შეატყობინებს 19 ივლისს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატს. დავით ჯინჭარაძის თქმით, საკრებულოს 24 დეპუტატს უფლება აქვს, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობა დაეკისრება თავმჯდომარის მოადგილეს, აღნიშნულ შემთხვევაში - ჯაბა სამუშიას ან გიორგი ტყემალაძეს. ახალი უმრავლესობა გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება მათ შორის სხდომის თავმჯდომარე.