დომენტი გაგნიძე პოლიციას წართმეულ 1 240 000 ლარს სთხოვს
სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე წართმეული 1 240 000 ლარის დაბრუნებას ითხოვს. როგორც დომენტი გაგნიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა ხელისუფლებამ იგი სასაცილოდ აიგდო და განაიარაღა.
სახალხო მკურნალი ყვება, რომ 2011 წელს ფინანსურმა პოლიციამ თელავში მისი ქონება დააყადაღა და ამპულები და ფილტრები ოფისიდან წაიღო. გაგნიძის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა მას კუთვნილი სეიფის გახსნა მოსთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ სეიფის გასაღები დაკარგული ჰქონდა. როგორც მკურნალი ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ სეიფი გაჭრა და 1 240 000 ლარი წაიღო.
გაგნიძის განცხადებით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი 1995 წლამდე რუსეთში მლესავად მუშაობით ჰქონდა გამომუშავებული.