loader

აღელვებული ზღვა ბათუმში - დამსვენებლები ტალღებს არ ეპუებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღელვებული ზღვა ბათუმში - დამსვენებლები ტალღებს არ ეპუებიან

ბათუმში მყოფ ტურისტებს გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ გაუმართლათ. კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო, თუმცა, ზღვის მოყვარული დამსვენებლებისთვის სანაპიროზე ამ დრომდე წითელი ალამია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ჩასვლა ძლიერი ტალღების გამო სახიფათოა.

უამინდობის მიუხედავად სანაპიროზე ბევრი ხალხია. დამსვენებლები ჩამავალ მზეს ეფიცხებიან და ზღვის ტალღების სასიამოვნო ხმაურს ისმენენ. სანაპიროზე მობილიზებული მაშველები იმ დამსვენებლებს, რომლებიც წითელი ალმის გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, წყლიდან ამოსვლისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე