loader

ვალეს საბაჟოზე ირანის მოქალაქეს 100 ათასი დოლარი ჩამოართვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალეს საბაჟოზე ირანის მოქალაქეს 100 ათასი დოლარი ჩამოართვეს

სამართალდამცველებმა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული 100 ათასი აშშ დოლარი ამოიღეს. არადეკლარირებული თანხა საბაჟო პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული თანხის საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ჰასან ა. საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა.

ჰასან ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.