loader

რისგან გარდაიცვალა 19 წლის პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რისგან გარდაიცვალა 19 წლის პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში

ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი გიორგი სამხარაძის ოჯახი კლინიკის ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი სამხარაძის დეიდამ, მაკა სამხარაძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, მისი დისშვილის გარდაცვალების მიზეზად ღუდუშაურის კლინიკაში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადახტომა დაუსახელეს, თუმცა, დეიდის ინფორმაციით, გარდაცვლილს არანაირი დალურჯების, დაზიანებისა და მოტეხილობის კვალი არ აღენიშნება.

გიორგი სამხარაძე 16 ივლისს ფსიქოტროპული ნივთიერების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. 19 ივლისს იგი კონტაქტზე გამოვიდა და დეიდას სხვა საავადმყოფოში გადაყვანა სთხოვა, თუმცა ამის მიზეზი არ დაუსახელებია. როგორც ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდას გამოეხატა ფსიქომოტორული აღგზნება, ლოგინიდან წამოხტა და მე-5 სართულიდან გადახტა.