loader

დავით კირვალიძის ადვოკატი ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კირვალიძის ადვოკატი ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულების დაცვის მხარე ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ფარულ ჩანაწერეში ექსპერტებზე ბედიასა და შაფაქიძეზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი დავით გვესელიანი და ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი ზეწოლას ახდენენ. მისი თქმით, ექსპერტებს აღნიშნული პირები ექსპერტიზის დასკვნაში საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც სამუშია განმარტავს, ამ ვიდეოს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი სასამართლოს ნებართვით იღებს. "შესაბამისად, ბრალდების მხარეს უფლება არ ქონდა ეს მასალა ჩვენთვის არ გადმოეცა", - განაცხადა სამუშიამ.