loader

ერთადერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ისტორიულ საინგილოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ისტორიულ საინგილოში

"პალიტრა ტვ" ისტორიულ საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი აქ ორი წელია მარტო მსახურობს. აზერბაიჯანული კანონმდებლობა საინგილოში ერთზე მეტი მართლმადიდებელი სასულიერო პირის მსახურებას კრძალავს. როგორც მამა დემეტრე ამბობს, ამისთვისაც უფლის მადლობელია.

კახის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილის საფლავია. ის გაქრისტინებული მუსლიმია, რომელიც 1917 წელს სარწმუნეობისთვის აღესრულა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მღვდელი მიქაელი წმინდანად გასულ წელს შერაცხა, ხსენების დღედ კი 5 ივლისი დაადგინა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წელს ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკს ადგილზე სადღესაწაულო წირვის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა.

არქიმანდრიტმა დემეტრემ ჩვენთან საუბრისას მსახურებაში ადგილობრივებისგან ხელისშეშლის რაიმე ფაქტი უარყო. საპატრიარქოში კი ამ ფაქტს მხოლოდ პირად საუბრებში ადასტურებენ, მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

იხილეთ სიუჟეტი ინგლისურად