loader

კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ერთმანეთს კერძო იპოთეკარები და იპოთეკით დაზარალებულები დაუპირისპირდნენ.
დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულება-გამოსახლების პროცესი ექვსი თვით უნდა შეჩერდეს, ვნებათაღელვის საგანია როგორც უმრავლესობაში, ასევე იმ ადამიანთა შორის, რომელთაც კანონპროექტი უშუალოდ ეხებათ.

პარლამენტში ის ფიზიკური პირები მივიდნენ, ვისაც ვალის გადაუხდელობის გამო ქონების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. პარლამენტში მივიდნენ კერძო იპოთეკარებიც, რომლებიც ინიცირებულ პროექტს აპროტესტებენ. კერძო გამსესხებელთა განცხადებით, ისინი დღემდე კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოქმედებდნენ, ყველა ხელშეკრულება ნოტარიულად აქვთ დამოწმებული და პარლამენტში ინიცირებული პროექტით მათი უფლებები მთლიანად უგულებელყოფილია.