loader

საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით ერთი თვის წინ დაწყებული პრაიმერიზი დაასრულა. ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. პრაიმერის საბოლოო შედეგები, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტობის კანდიდატობის ოთხი მსურველი - დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია უპირისპირდებოდნენ, "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე გამოცხადდა. შედეგებით პირველ ადგილზე - დავით ბაქრაძე, მეორეზე - გიორგი ბარამიძე, მესამეზე - ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე კი შოთა მალაშხია გავიდნენ.