loader

პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც გამოსახლებას შეაჩერებს - ნინო ბურჯანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც გამოსახლებას შეაჩერებს - ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღსრულების გადავადების კანონპროექტის განხილვების შეჩერებას აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს გამოსახლების პირას მდგარი ათიათასობით ოჯახის დასახმარებლად "ყველაფრის გაკეთებისკენ" მოუწოდებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული ადამიანების პრობლემა სასწრაფოდ გადაწყვეტას საჭიროებს და ამის ვალდებულება უშუალოდ "ქართულ ოცნებას" აქვს. "არჩევნებამდე "ქართული ოცნება" ამ ადამიანებს ჰპირდებოდა მათი პრობლემის მოგვარებას. დღეს ვხედავთ, რომ სურათი სულ სხვაა. ვერ ხერხდება ისეთი კანონპროექტების მომზადება, რომლებზეც ადამიანის ბედი პირდაპირაა დაკავშირებული. უნდა დამთავრდეს ის პროცესი, როცა ვითომდა შემრიგებლობა და კოჰაბიტაცია საქართველოს მოქალაქეების მხრებზე და ნერვებზე გადადის. პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს კანონპროექტის ისეთი ვარიანტი, რომელიც ადამიანების გამოსახლებას შეაჩერებს. ამის ვალდებულება აქვს "ქართული ოცნებას" და დღევანდელ ხელისუფლებას", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.