loader

ვინ მოიპარა 40 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ მოიპარა 40 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა?

ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ გინახავთ - მაგალითად, "ქურდის დაჭერა", კერი გრანტით მთავარ როლში. თანაც კანში, ფრანგულ ქალაქში, თავხედური კინემატოგრაფიული დანაშაულებისა და ავანტიურისტების სამშობლოში.

მაშ ასე: სასტუმრო "კარლტონ ინტერკონტინენტალში" დღისით-მზისით 40 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. ძვირფასი ქვები სასტუმროში ფირმა "ლევიევის" მიერ მოწყობილ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. კარლტონში მშვიდად შეისეირნა პისტოლეტიანმა მძარცველმა, გამოფენის პერსონალს იარაღი მიუშვირა და იქიდან მილიონები გამოიტანა. არავინ იცის, სად გაქრა სასტუმროდან გამოსული თავხედი მძარცველი - ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიციამ ჯერ მის კვალსაც ვერ მიაგნო.