loader

"ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს" - ექსპერტიზის ბიუროსთან აქცია გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს" - ექსპერტიზის ბიუროსთან აქცია გაიმართება

"ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს", - ამ დევიზით დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აქცია გაიმართება.

"სირცხვილი არ არის არც ქალიშვილობა და არც არაქალიშვილობა, თუკი ეს არის ადამიანის არჩევანი. ჩვენ ვაპროტესტებთ ქალიშვილობის ინსტიტუტს. აქციას იმიტომ ვატარებთ, რომ ლევან სამხარაულის ბიურო არის სახელმწიფო სტრუქტურა და რამდენიმე დღის წინ მათ გააკეთეს სარეკლამო სიუჟეტი თუ როგორ შეიძლება ქალმა აიღოს ქალიშვილობის მოწმობა. ეს არის ადამიანის უფლებების დისკრიმინაცია და ამ უფლებების დარღვევაში მონაწილეობს სახელმწიფო", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იდა ბახტურიძემ.

"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" აქციას 19.00 საათზე გამართავს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე