loader

სამაშველო ოპერაცია შხარაზე - ქართველმა მაშველებმა პოლონელი მთამსვლელები გადაარჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაცია შხარაზე - ქართველმა მაშველებმა პოლონელი მთამსვლელები გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა და მესტიის მუნიციპალურმა სახანძრო და სამაშველო სამსახურმა, დღეს, დილიდან, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, მწვერვალ შხარაზე პოლონური ალპინისტური ექსპედიციის წევრების წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

პოლონელმა მთამსვლელებმა მწვერვალ შხარაზე ასვლა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. 3950 მეტრზე ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს დაზღვევამ უმტყუნა და სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც ექსპედიცია შეფერხდა და გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. საძიებო-სამაშველო ოპერაცია კი ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში ფერხდებოდა.

ამ დროისთვის ექსპედიციის ოთხივე წევრი მესტიაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე