loader

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა არჩილ კბილაშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა არჩილ კბილაშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს

გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას მამიდა, გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. როგორც ხათუნა კორტავა აცხადებს, დამნაშავეების დასჯა-გამოვლენის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რის გამოც მან შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. 

გარდაცვლილის მამიდის განცხადებით, პროკურატურას ერთკვირიან ვადას აძლევს, რის შემდეგაც ის შიმშილობას დაიწყებს. ხათუნა კორტავა
ს თქმით, საქმის ობიექტურად გამოძიებას, გეგუთის ციხის ყოფილი უფროსი მალხაზ სინაურიძე ბლოკავს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მალხაზ სინაურიძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი და ამ დრომდე არ არის დაკავებული, ბლოკავს გამოძიებას, რადგანაც ახალ მთავრობაში გავლენიანი ნათესავი ჰყავს", - აცხადებს გარდაცვლილი პატიმრის მამიდა, რომელიც ციხის ადმინისტრაციასთან ერთად, იმ პატიმრების დასჯასაც ითხოვს, რომელთა ბრალეულობაც იკვეთება.