loader

მატარებელი მიდის, მემანქანეს სძინავს - ფარული კამერის გამაოგნებელი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მატარებელი მიდის, მემანქანეს სძინავს - ფარული კამერის გამაოგნებელი კადრები

ბოლო დროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახშირდა სარკინიგზო კატასტროფები. მიზეზი ხშირად ტექნიკური ხარვეზი, ლიანდაგის გაუმართავობა, ან ადამიანური ფაქტორია. იმ ფარულმა ვიდეომასალამ კი, რომელიც ბუენოს აირესის ტრანსპორტის სამმართველომ გაავრცელა, ცხადად გამოაჩინა, რა შეიძლება გახდეს მატარებლის ავარიის და უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი: მატარებლის მემანქანეებს ხან ძილი ერევათ, ხან წიგნის კითხვა და სატელეფონო მიმოწერა გაიტაცებთ ხოლმე. ზოგიერთი მემანქანე სულაც ნაჭერს აფარებს სათვალთვალო კამერას და, ღმერთმა უწყის, რით არის დაკავებული.

ივნისის თვეში, ბუენოს აირესის მეტროპოლიტენში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. იმავე თვეში, არგენტინაში კიდევ ერთ სარკინიგზო კატასტროფას 50 ადამიანი ემსხვერპლა. ივლისის თვეში ორი მასშტაბური ავარია მოხდა ევროპაშიც. პარიზის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ესპანეთში კი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა და ბეტონის კედელს შეეჯახა - მსხვერპლმა 90 ადამიანს მიაღწია.

იხილეთ: მატარებლის საშინელი კატასტროფა სათვალთვალო კამერამ გადაიღო