loader

გლდანის პოლიციის შენობა ამნისტირებულმა ააფეთქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის პოლიციის შენობა ამნისტირებულმა ააფეთქა

გლდანის პოლიციის შენობაში მომხდარი აფეთქება რამდენჯერმე ნასამართლევმა, ახალი მთავრობის პირობებში ამნისტიით გათავისუფლებულმა პირმა განახორციელა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის შენობაში სამართალდამცველებთან დახმარების თხოვნით დაახლოებით დილის 5 საათზე შევიდა და "ერგედეს" ტიპის ასაფეთქებელი ხელყუმბარა შეიტანა, ადგილზე დადო და შენობა მალე დატოვა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა მორიგე ინსპექტორი, რომელიც სამედიცინო ჩარევის შემდეგ, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ადგილზე დილიდან მუშაობს სამაშველო სამსახური. შენობის შუშები ჩამსხვრეულია და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ნამსხვრევები გააქვთ.

პირი, რომელმაც შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა, შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

იხილეთ: გლდანის პოლიციაში ხელყუმბარა აფეთქდა - დაჭრილია პოლიციელი