loader

დაჯარიმებულმა მძღოლმა პოლიციელი 1 კილომეტრზე ათრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჯარიმებულმა მძღოლმა პოლიციელი 1 კილომეტრზე ათრია

მძღოლმა პოლიციელს კასკადიორული ტრიუკის შესრულება აიძულა. ასეთი სცენების ნახვა კვენტინ ტარანტინოს ფილმებში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე მოსკოვის გარეუბანში. საგზაო პოლიციის თანამშრომელი სერგეი სილუიანოვს მოძრაობის წესების დარღვევისთვის აჯარიმებდა, როცა ამ უკანასკნელმა მანქანა დაძრა და პოლიციელი ძარაზე აღმოჩნდა. სილუიანოვმა პოლიციელი ასე ერთი კილომეტრის მანძილზე მანამ ატარა, სანამ კანონის უიღბლო დამცველი, რომელიც მთელი ძალით ებღაუჭებოდა გლუვ ზედაპირს, გაქანებული ავტომობილიდან გზაზე არ გადმოვარდა. რაც ყველაზე საინტერესოა, სილუიანოვს, ეტყობა, თავი მართლა კინოში ეგონა - მუსიკა მთელს ხმაზე ჰქონდა ჩართული და მანქანა პოლიციელის გადმოვარდნის შემდეგაც არ გაუჩერებია.