loader

ხელისუფლების რა გზავნილი გახდა ბოლო წვეთი კობა დავითაშვილისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელისუფლების რა გზავნილი გახდა ბოლო წვეთი კობა დავითაშვილისთვის

გუშინ მივიღე გზავნილი, სადაც შემოთავაზებული იყო ოფიციალურ პოზიციად, რომ თურმე ბაჩო ახალაიას გამართლება ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ დემოკრატიის ზეიმად და იმის დასტურად, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით არასასურველი კომენტარებისგან თავშეკავების მოწოდებით გზავნილი მიიღო. როგორც კობა დავითაშვილმა აღნიშნა, იგი თანაგუნდელებთან პირისპირ ურთიერთობას არასდროს მორიდებია, თუმცა, გუშინ მიიღო გზავნილი, რომელსაც ელექტრონული ფოსტითვე უპასუხა.

"...მაშინ მივხვდი, იმისათვის, რომ კრიტიკის უფლება დავიტოვო, ხელისუფლებას აღარ უნდა წარმოვადგენდე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იყო ცინიზმის განსახიერება, აბუჩად და მასხრად აგდება იმ გარდაცვლილი ადამიანებისა, გირგვლიანის, რობაქიძის, ენუქიძის, ვაზაგაშვილის, უამრავი გამწარებული, მასხრად აგდებული, აბუჩად აგდებული, გაუპატიურებული, მოკლული ადამიანისა და ეს ყველაფერი თვალში ნაცრის შემოყრა იყო. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამის შეფასება, როგორც დემოკრატიის ზეიმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დასტურისა, იყო ბოლო წვეთი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.