loader

ავტომანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს ცაიშში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს ცაიშში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება მანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა, რა დროსაც მოულოდნელად გაზის ბალონი აფეთქდა.

დაშავებულები გადაყვანილი არიან ზუგდიდის საავადმყოფოში. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.